Sunday, October 3, 2010

სახელი ვინჩესტერი


ეს არის პირველი ვინჩესტერის წინაპარი.IBM-ის სახელგანთქმული RAMAC 305




ეს სახელი და მოწყობილობა ნამდვილად იმსახურებს ცალკე პოსტს



IBM-ში ერთ-ერთ პროექტის ხელმძღვანელად მუშაობდა ვინმე კენეტ ხოტონი (ინგ. Kenneth E. Haughton). ამ პროექტის შედეგად 1973 წლის 13 სექტემბერს IBM წარმოადგინა მაგნიტურ დისკზე დამგროვებელი პირველი მოწყობილობის პრეზენტაცია. ის გამოიყენებოდა IBM System/370ზე. მისი დისკის მოდელი იყო IBM 3340. მოდელი იმით იყო აღსანიშნავი, რომ წამკითხველი თავაკები და თვით მაგნიტური დისკის პლასტინები ერთ ჰერმეტულ კორპუსში იყო მოთავსებული. მოწყობილობის შემუშავებისას ინჟინრები მის აღსანიშნავად «30-30» დასახელებას იყენებდნენ. ეს დასახელება აღნიშნავდა თითოეულში 30მბ-იან ორ მოდულს (მაქსიმალური კომპონოვკა). დასახელება კი ამერიკის ვესტერნულ საზოგადოების აზროვნებაში ჩაჭედილი იყო, როგორც პოპულარული სანადირო შაშხანა «Winchester Model 1894», რომელიც იყენებდა შაშხანის მასრას «30 WCF». არსებობს ვერსიაც, რომ დასახელება წამოვიდა მხოლოდ მასრის დასახელებიდან, რომელსაც ასევე უშვებდა Winchester Repeating Arms Company. ევროპაში და ამერიკაში ამ დასახელებას უკვე ნაკლებად იყენებენ, მაგრამ ქართულში ის ჯერაც შენარჩუნებულია და ნახევრადოფიციალური სტატუსიც კი აქვს. კომპიუტერულ სლენგში კი შეკვეცილი ვერსია «ვინტი» გამოიყენება.

ესეც სურათები



ზედა სურათზე აშკარად ჩანს პლასტინები. თითოეული პლასტინა საკმაოდ დიდი იყო - 610მმ დიამეტრის დისკი,



ეს რის პირველი ვინჩესტერი IBM3340. მასტერი და სლეივი :) 30-30 მეგაბაიტი. სერიულ ვერსიაში ცოტა მეტი 35-35მბ იყო. რატომ გეცინებათ?


ეს კი საოცნებო Winchester Model 1894




© დათო მალანია
წყარო http://www.computerhistory.org/
http://www.cs.auckland.ac.nz/historydisplays/FifthFloor/MagneticDataStorage/MagneticDisks.php#first

No comments:

Post a Comment